ცოტა ხნის წინ ჯგუფ „Bon Jovi“-ს ლიდერმა ბონ ჯოვიმ კომპანია „Apple“ „მუსიკალური ბიზნესის მკვლელობაში“ დაადანაშაულა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა მუსიკას ისე არ აღიქვამს, როგორც ამას გასული წლების მსმენელი აკეთებდა.
„ადრე მოზარდები ყურსასმენებს იკეთებდნენ, ხმას მაქსიმუმამდე უწევდნენ, თვალებს ხუჭავდნენ და ალბომში იძირებოდნენ. ეს მაგიური დრო იყო. თანამედროვე მსმენელი მოკლებულია ამ განცდებს“ – აცხადებს ბონ ჯოვი.
მუსიკოსს მხედველობაში აქვს ონლაინ-მაღაზია „iTunes“, სადაც მუსიკა ციფრულ ფორმატში იყიდება.
ამგვარად, მსმენელს აღარ სჭირდება ალბომების შეძენა ფიზიკური მატარებლებით. თავად „Bon Jovi“-ის ალბომები და სოლო ნამუშევრები „iTunes“–ში ასევე ხელმისაწვდომია.