ლეგენდარული უელსელი მომღერალი, ბონი ტაილერი, 8 ივლისს, 75 წლის ასაკში, პორტუგალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოულოდნელად გარდაიცვალა.
მისი ოჯახისა და გუნდის წევრებმა სამწუხარო ქრონიკა სოციალურ ქსელში 9 ივლისს გაავრცელეს:
„ბონის ოჯახი და გუნდი გულგატეხილი გაცნობებთ, რომ ბონი წუხელ მოულოდნელად გარდაიცვალა პორტუგალიის საავადმყოფოში იმ დაავადების შედეგად, რომელზეც მკურნალობას გადიოდა. მოგვიანებით დამატებით განცხადებას გავავრცელებთ, მანამდე კი, ამ ტრაგედიასთან გასამკლავებლად, კონფიდენციალურობის დაცვას გთხოვთ“.
ტაილერის გარდაცვალებას წინ უძღოდა მძიმე ჯანმრთელობის კრიზისი, რომელიც ზაფხულის დასაწყისში დაიწყო:
ივნისის შუა რიცხვებში მას ნაწლავის პერფორაციის (გაგლეჯის) გამო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ მან ერთი თვე ხელოვნურ (მედიკამენტოზურ) კომაში გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმები თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ ის ნელ-ნელა გამოჯანმრთელდებოდა, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა, რის გამოც აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილი ყველა კონცერტი გაუქმდა.
ბონი ტაილერის გამორჩეულმა ხმამ მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას ყველაზე მეტად იცნობენ 1983 წლის გლობალური ჰიტებით, რომლებიც კულტურულ ფენომენად იქცა.







































































