https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბონუსი ბუნებისგან ბიოსაქმიანობისთვის”

22:54; 15.10.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ათ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩვენ ფერმერზე, აკაკი ღლონტზე პირველი სტატია დავწერეთ.

როგორც თავად ამბობს, ადრეული ასაკიდანვე წარმატებული შრომის ყაიდას მშობლების თანადგომით მოერგო. ბოლო ათწლეულების მანძილზე, თავდაუზოგავი შრომის ფონზე, მუდამ ნოვატორული იდეებით და შემდეგ მისი გახორციელებით გამოირჩევა.

მისი რჩევები არასდროს აკლია ჩვენს ფერმერებს, მოყვარულ, დამწყებ მეურნეებს.

ამჯერად მასზე ვსაუბრობთ, როგორც ძალზე გაფართოებული, მრავალმხრივი ბიომეურნეობის წარმატებულ მწარმოებელზე.

საუბრის დაწყებისას, აკაკი ღლონტი ყურადღებას ამახვილებს ერთ სასიამოვნო მოულოდნელობაზე, რამაც მის ბიომეურნეობაში იჩინა თავი. საკარმიდამო ფართობში, კონკრეტულად, საკმაოდ დიდ სათბურში, სადაც ნაირ-ნაირი აგრარული კულტურების ჩითილები გამოჰყავს, ყველა კუთხეში თუ შუაში, ერთბაშად ამოყო თავი ქამა სოკოს გუნდებმა.

_ ორ-სამ ადგილზე რომ დავინახე, ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვალე. მივხვდი, რომ სათბურში საქონლის ნაკელს შეჰყვა სპორები, იქ ნახა სასურველი გარემო და ამოვიდა.

მომდევნო ჯერზე ვნახე, რომ ერთბაშად ყველგან ამოდის. მე არ ვარ სოკოს სპეციალისტი, არც შესაბამისი განათლება მაქვს, ამიტომ წავიკითხე ზოგი რამ და დავიწყე ამოსული “ქუდების” გროვების სხვადასხვა ადგილზე გადანაწილება. საოცრება მოხდა _ ამდენ მოსავალს, ზოგი სპეციალურად რომ მუშაობს სოკოს პროდუქციაზე, ის ვერ იღებს. ახლა იმდენ სოკოს ვკრეფ, მეც მყოფნის და ჩემს მეგობრებსაც; ზამთრისთვისაც ვინახავ ძალზე მარტივად _ მოხარშავ ათი წუთით, შემდეგ დაწრეტ, გაცივდება, ჩაალაგებ პოლიეთილენის პარკში და მაცივრის საყინულეში დადებ, _ გვეუბნება ის სათბურში შესვლისთანავე და ხუმრობს, რაკი ბიოპროდუქციას ვაწარმოებ, ბუნებამ ბონუსი მიძღვნა და უკეთეს საჩუქარს არც ვინატრებდიო.

ახლა ქამა სოკო, უნდა თუ არ უნდა, აკაკი ღლონტის სასათბურე სივრცეში ყველა აგრარული კულტურის გვერდით იზრდება და ივნისიდან ნოემბრის ბოლომდე, არანაირ შრომას და მოვლას არ ითხოვს.

აკაკი ღლონტმა სამეურნეო საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე გაატარა პრინციპი, ბიოწარმოების წესების დაცვით და სამომავლოდაც ასე აპირებს. არასოდეს შეუტანია ნიადაგში არაორგანული, ქიმიური სასუქი. ამბობს, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს ნამდვილი, სახელოვანი ფერმერი და მისი პროდუქცია გახდეს პოპულარული, ჯერ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია აწარმოოს. ამისთვის საჭიროა ჰყავდეს შინაური პირუტყვი და ფრინველი, მინიმუმ, ორი-სამი სული ძროხა მაინც; კარგად მოაწყოს პირუტყვის ნაკელის და შარდის შემკრები ავზები და ამის შემდეგ შეუდგეს საქმეს.

აკაკი ღლონტის სამეურნეო საქმიანობის დაწყებიდანვე, ინტერესის საგანი იყო, როგორც ხეხილოვნები, ისე ტრადიციული აგრარული კულტურები. წლების განმავლობაში ის ახდენდა დაკვირვებას და გაანგარიშებას, რომელ კულტურას უფრო მეტი შემოსავალი მოჰქონდა ოჯახისთვის, რა სახეობების მოთხოვნა უფრო მეტი იყო ბაზარზე.

საუკეთესო მენეჯერული უნარის მქონე ფერმერს, დღეს უკვე აღარ უჭირს საქმიანი ადამიანების დარწმუნება, რომ უნიკალური პავლოვნია ბევრად უფრო შემოსავლიანია, ვიდრე თხილის კულტურა.

_ გაგონებაც არ უნდოდათ, როცა პირველად დავიწყეთ ამ მცენარის მოშენება. ზოგმა მოდურად ჩათვალა. უფრო მეტიც, საქართველოში ზოგან მას “სიკვდილის ხეც” დაარქვეს, როცა მსოფლიოში პირიქით, სიცოცხლის ხეს ეძახიან და ზოგადად ეს არის მომავლის კულტურა, _ ამბობს აკაკი ღლონტი და თანმიმდევრულად გვიხსნის, რომ პავლოვნია ძალიან კარგად ეგუება წითელმიწა ნიადაგს. არ სჭირდება დაბარვა და გათოხნა.

დარგვის შემდეგ, საწყის ეტაპზე, აუცილებელია საყრდენების მიშველება. შემდეგ კი, ზრდის პროცესის განმავლობაში, მცენარე ძლიერდება და სისწორეს არ კარგავს.

თავის ფართობში აკაკი ღლონტმა პირველი ზრდასრული პავლოვნიის მერქნის რეალიზაცია უკვე მოახდინა.

_ ერთი კუბურ მეტრ მერქანში 150 ევროს იხდიან უცხოელი ბიზნესმენები, ამჯერად ებრაელი ინვესტორები. თან ფართობში თავად შედიან, ჭრიან და აფასოებენ.

აკაკი ღლონტი ჩვეულ იუმორს არ იშურებს, პავლოვნიას ზარმაცების საქმეს უწოდებს:

_ იმდენად შემოსავლიანია და ადვილია მოყვანა, ზარმაცი ადამიანების კულტურაა _ ერთხელ დარგავ, საყრდენს გაუკეთებ, რომ წელში გასწორდეს და მერე არაფერს გთხოვს.

აუცილებლად უნდა იყოს შემოღობილ ფართობში. მისი ყვავილი ძვირფასი საკვებია ფუტკრისთვის, ფოთლები საუცხოოა პირუტყვისთვის. ფართობში თხის გარდა, ყველა შინაური პირუტყვის გაშვება შეიძლება საბალახოდ.

ჩრდილი? _ საუცხოოო დასასვენებელ გარემოს მოაწყობ მისი უზარმაზარი ქოლგების ქვეშ.

ქარსაფარი? _ ჭაობის გარდა, გურიაში ყველანაირ ნიადაგს ეგუება. მთავარია, მეურნემ იაზროვნოს, ჰქონდეს ნებისყოფა და მოტივაცია, _ განაგრძობს პავლოვნიის ღირსებებზე საუბარს, მერე კი ახდენს შედარებას, რა შემოსავლის მოტანა შეუძლია ერთსა და იმავე ფართობზე პავლოვნიასა და თხილს:

_ ერთ ჰა ფართობზე დარგული პავლოვნია 250 კუბმ. მერქანს იძლევა. 1 კუბმ ღირს, მინიმუმ, 150 ევრო. თხილის საჰექტარო მოსავალი ერთტონანახევარია. 6 წელში ერთხელ ვჭრით პავლოვნიას. ვთქვათ, საუკეთესო პირობებში, 6 წლის განმავლობაში, ჰექტარზე სულ 9 ტონა მოსავალი მივიღეთ. აქედან ხარჯებს 2 ტონა მოსავალი სჭირდება. ვიანგარიშოთ კილოგრამი მაქსიმალურ 6 ლარად. სულ გამოდის 42 ათასი ლარი. პავლოვნიას შემოსავალს თუ ვიანგარიშებთ (თან არ დაგვავიწყდეს, რომ უცხოელები გულღიად გვეუბნებიან, ჯერ მინიმალურ ფასს გიხდითო, ანუ 150 ევროს კუბ.მეტრ მერქანში), 150 ათასი ლარამდე რჩება მეურნეს ექვს წელში ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე თხილის შემთხვევაში. ექვს წელში ერთხელ მოჭრი და კვლავ ამოიყრის, რვაჯერ მოჭრას უძლებს. შემდეგ კი ახალ ნარგავებს გააშენებ. საოცრებაა! მხოლოდ მინერალური სასუქი სჭირდება, არ გთხოვს გათოხნას, გასხვლას, შეწამვლას.

ექვსი წელი უნდა ვუცადოთ გაზრდასო, ბუზღუნებს ზოგიერთი. ახალ დარგულ თხილს ექვსი წელი ხომ ელოდებიან, მოსავალი რომ სრულფასოვნად მოგცეს? დარგვიდან პირველ-მეორე წელს, პავლოვნიის ფართობში შეიძლება სიმინდის ყანაც გავაკეთოთ… მოკლედ, თუ დაუკვირდებიან, ასეთი საუცხოო შედეგი, ეკონომიკური სიძლიერის კუთხით, ნაკლებად შეიძლება სხვა კულტურამ მოგვცეს. მე არ ვამბობ, რომ ყველამ ეს გააშენოს და მონოკულტურად ვაქციოთ. მრავალფეროვნება აუცილებელია, ოღონდ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სწორი მენეჯერული გათვლა, რასაც დღემდე ვერ მივაღწიეთ. ჩვენი ხალხი მაინც დაუგეგმავად მუშაობს, _ ამბობს გამოცდილი ფერმერი.

მან ბიოეთალონის საუკეთესო ბიოსაწვავზეც ისაუბრა, რომელსაც პავლოვნიას ფოთლებისგან იღებენ.

მას ახლა 2 200 ძირი პავლოვნიას ოთხწლიანი ფართობი აქვს, რომელიც ორ წელში დიდი ეკონომიკური შემოსავლის გარანტია. სანერგე ფართობზე კი ერთწლიანი ნერგები უკვე გამოყვანილი აქვს. მისი რჩევაა, ორწლიან ნერგზე უფრო, ერთი წლის ასაკის პავლოვნია დარგონ.

აკაკი ღლონტის კარმიდამოში, მრავალწლოვანი კულტურებიდან, უხვად არის თხილის პლანტაცია, სადაც წელს 4 ტონამდე მოსავალი მიიღო. კივი, ფეიჰოა, ვაშლი, მსხალი, ლეღვი, ატამი _ რას არ ნახავთ აქ.

შინ მხოლოდ ნატურალურ წვენს ხდიან. შვილიშვილებისთვის მხოლოდ შეუწამლავი ხილი და ბიოწვენები ემეტება _ ბაბულამ მათ უკეთესი რა უნდა მიართვასო, ამბობს.

რაც შეეხება ახალ კულტურებს, მოცვს თუ გოჯიბერს, ორი წლის წინ დაიწყო ნერგების გამოყვანა დაკალმების მეთოდით და ამ საქმეშიც საუცხოო შედეგი მიიღო.

ვაზის სიყვარულს განსაკუთრებული, სიმბოლური გამოხატულება აქვს ღლონტების კარმიდამოში. მამის მიერ შუა ეზოში დარგულ კამურის ვარჯს უზარმაზარი განშტოება აქვს და განსაკუთრებით უფრთხილდება.

_ წელს დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ყურძნის მოსავალი მივიღოთ. გმირობის ტოლფასია ასეთ წვიმიან ამინდებში მისი გადარჩენა. ზედმეტად წვიმიანი ამინდები, ვაზის მტერია, გურიაში კი წელს სწორედ ვაზის საზიანო ამინდებია. ამიტომ განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ვაზს ყურადღება, _ გვირჩევს ის.

აკაკი ღლონტი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი სოფელში ცხოვრებას აპირებს და შრომა უყვარს, 3-4 ჰა მიწის ფართობს მაინც უნდა ფლობდეს. ამასთანავე, კარგმა მეურნემ მენეჯერული უნარები უნდა გამოიმუშაოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს სარეალიზაციო და ოჯახში მოსახმარი პროდუქცია.

რაც შეეხება აკაკი ღლონტის აგრარულ მეურნეობას, მას ყველა დასახელების ბოსტნეული მოჰყავს და უმეტესად, საოჯახო ბიზნესის მიმართულება ჩითილების რეალიზაციაა. განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას შედარებით ახალ, პოპულარულ სახეობებს: ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს, თეთრ, შუშა კიტრს…

კარმიდამოს მარჯვენა მხარეს, მთლიან ზოლს ფუტკრის სკის მწკრივი ამშვენებს, რომლისთვისაც ერთ-ერთი საუცხოო სამუშაო ველი სეზონზე, პავლოვნიის ყვავილოვანი გუმბათებია.

ბოლო პერიოდში დაიწყო სტევიის გაშენებაც. მიიჩნევს, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს, როგორც საუკეთესო პროდუქტი შაქრიანი დიაბეტით მქონეთათვის.

აკაკი ღლონტს სერიოზული შერეული ტიპის ბიომეურნეობის წარმოებაში გვერდით უდგას მეუღლე _ ქალბატონი ლეილა და შვილი _ ლაშა. სხვადასხვა მოსავლის აღების დროს, დამხმარე მუშა-ხელს იშველიებენ. დანარჩენ დროს კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ყველაფრის გაკეთებას, სწორად დაგეგმილი დროის და დაუღალავი შრომის ფასად ახერხებენ.

ყველაზე ძალიან ჩვენი რესპონდენტი დარგობრივი სპეციალისტების სიმცირეზე წუხს:

“საგანგაშო მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ თითქმის აღარ გვყავს ზოოტექნიკოსი, ვეტერინარი, აგრონომი, ფიტოპათოლოგი. თუ ამას სახელმწიფომ არ მიხედა, საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანა არ იქნება და სათანადოდ ვერასდროს განვითარდება. ამიტომ ეს ყოველთვის ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ. თქვენ ეს ყველაზე მეტად შეგიძლიათ მიიტანოთ ხელისუფლების ყურამდე”, _ რჩევაც, თხოვნაც და მოწოდებაც ნათლად ჩანს წარმატებული ფერმერის საუბარში.

[sexy_author_bio]

აკაკი ღლონტი
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ქალაქის ცენტრის მასშტაბური პროექტი და ყურადღების მიღმა დარჩენილი პერიფერიები

სამი მუზეუმის პრობლემური საკითხი ოზურგეთში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო