“რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეკონსტრუქციის ფასი“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჯოზეფ ბორელმა პოლონურ ქალაქ ლოძში, რეგიონული უსაფრთხოების მოლაპარაკებებზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აპირებს კოლეგებთან განიხილოს ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება, რათა უზრუნველყოს, რომ რუსული ქონება და გაყინული ანგარიშები იქნას გამოყენებული ომით განადგურებული უკრაინის აღსადგენად.
“რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეკონსტრუქციის ფასი. დღეს შევხვდები ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებს… ჩვენ შევისწავლით ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოთ, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელსაც ის უკრაინაში იწვევს“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა თითქმის 20 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა.
ავტორი