https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სახურავის “ჟოლობის” გარდა, ადაპტირებული გარემოს შექმნა გვჭირდება”

18:24; 2.12.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას” ბენეფიციარი თამუნა ლურსმანაშვილი, კოსტავას ქუჩაზე, #123 სახლში ცხოვრობს. როგორც მან “გურია ნიუსთან” არაერთხელ ისაუბრა, სახურავზე წყალსადინარი ღარის უქონლობის გამო, წვიმის დროს გაწამებული არიან.

ეს ორსართულიანი კორპუსი, როგორც აქ მცხოვრები მეორე ოჯახის წარმომადგენელი, მარიზა ცარციძეც ამბობს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გადაიხურა და ამ კუთხით კმაყოფილებას გამოთქვამენ. თუმცა, წყალსადინარის უქონლობის გამო, წვიმის დროს, პირველი სართულის ინტერიერი წყლით ივსება.

_ იმდენად გამოუვალი მდგომარეობა იქმნება, თუ წვიმის დროს არ ნახა ადამიანმა, შეიძლება არც დაიჯეროს. მარტოხელა დედა ვიყავი, როცა გურიაში საცხოვრებლად, საჩხერიდან ჩამოვედი. ამ კორპუსში ვცხოვრობდი. აქ გავზარდე შვილი. გავიდა დრო, დაძველდა სახლი და სახურავი ისე დაზიანდა, რომ დანგრევას ბევრი არაფერი უკლდა. ამ ხელისუფლების დროს გადახურეს _ მთლად დამპალი იყო სახურავი. კარგად გააკეთეს ყველაფერი, თუმცა, “ჟოლობის” გარეშე დატოვებული სახურავის გამო, მუდამ ტბა დგას, როგორც კორპუსის წინ, ისე მთელ პირველ სართულზე. როცა გაწვიმდება, ორი დღე სახლიდან წყლის გამოტანას ვუნდებით. გარეთ უზარმაზარი ტბა ჩნდება. ადგილიც ძალიან ჩავარდნილია. ახლა ვიხვეწებით, რომ ეს “ჟოლობი” გაგვიკეთონ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ მივაღწიეთ ამ დანაპირების შესრულებას, _ ამბობს ქალბატონი მარიზა.

შშმ პირი, მუდამ აქტიურობით ცნობილი თამუნა ლურსმანაშვილი, რომელიც ახლახან დაქორწინდა და სურს, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდეს, უკმაყოფილებას გამოთქვამს:

_ მე და ჩემი მეუღლე ეტლს მიჯაჭვული ადამიანები ვართ. კარგია, რომ გადაგვიხურეს ეს სახლი, მაგრამ გაწვიმდება თუ არა, სახლი წყლით ივსება. რა გახდა ერთი “ჟოლობის” გაკეთება? გარეთ ხომ ვერ გამოხვალ _ პირდაპირ თავზე გესხმება, სახურავზე რაც წვიმის წყალი მოედინება. შეხედეთ, სახლის გარეთ, დარში კარგი მოედანი გეგონება, წვიმის დროს კი ტბის ფსკერიაო, _ იტყვი. ასეა სულ. იყვნენ მერიიდან მოსულები ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და დეპუტატი. დაათვალიერეს ყველაფერი, დაგვპირდნენ, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა, _ ამბობს თამუნა ლურსმანაშვილი.

ლურსმანაშვილის მეუღლე ზაქრო ბერიანაშვილი ამბობს, რომ სახურავიდან წამოსული წვიმის წყალი მთლიანად ასველებს სახლის ფასადის კედლებს:

_ ნაფლეთებად იყრება ბეტონის ბლოკზე მომსკდარი, განალესი მასალა. მომენტში შეიძლება, ვინმეს თავში დაეცეს და დააშავოს, ან სულაც მოკლას ადამიანი. სხვათა შორის, წყალი უკანა მხრიდანაც იგივე რაოდენობით შემოდის. ამ სახლს ყველა მხარეს სჭირდება “ჟოლობი”. რა მოხდებოდა, როცა მადლი ქნეს და დახურეს, მაშინვე გაეკეთებინათ ეს? ხომ ყველამ იცის, რომ სახლს როცა დახურავ, ელემენტარული რამ წყალსადინარი ღარი აუცილებელია? ახლა ვეხვეწებით ერთსა და მეორეს, მაგრამ დაპირების ამარა ვართ”, _ გვეუბნება ზაქრო ბერიანაშვილი.

თამუნა ლურსმანაშვილი, ასევე, საუბრობს შშმ პირთა მიმართ ყურადღებაზე, რომელსაც, მისივე თქმით, ნაკლებად იჩენს მუნიციპალიტეტის მერია.

ის ამბობს, რომ თითქმის არავინ ზრუნავს ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად.

_ სახურავის “ჟოლობის” გარდა, ადაპტირებულ გარემოს შექმნა გვჭირდება. წინასაარჩევნო პერიოდში, კარგად მახსოვს, მერობის კანდიდატი, ახლანდელი მერი, ავთანდილ თალაკვაძე დაგვპირდა, რომ შეიქმნებოდა ადაპტირებული სივრცეები. მან, ასევე, თქვა, რომ ვინც გამოიჩენდა ინიციატივას და შექმნიდა თუნდაც ერთ ადაპტირებულ სივრცეს, მის მიმართაც გაიცემოდა წამახალისებელი ჯილდო. საუბარი იყო იმაზეც, რომ შექმნილიყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას. გავიდა დრო და გული მწყდება, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, _ ამბობს თამუნა ლურსმანაშვილი.

_ 18 წელს ზემოთ ასაკის შშმ პირებისთვის, მუდამ იგეგმებოდა და ფინანსდებოდა, ურეკში სარეაბილიტაციო კურსის გავლა უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე. გასულ ზაფხულში კი ესეც საყოყმანო გახდა, _ საყვედურს გამოთქვამს ის.

 _ თამუნა, როგორც ვიცი, ასოციაცია “გურიას” ბენეფიციარებმა ამ ზაფხულს გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი ურეკში. მერიაც ყოველთვის იჩენდა ყურადღებას შშმ პირთა მიმართ…

_ კი, გავიარეთ, ოღონდ ამაზეც დავა გახდა საჭირო და როგორც ვიცი, ეს თანხა გაიღო თვით ასოციაციამ. მე ვიცი, რომ დღემდე არაფერი ჩაურიცხავს მერიას… ჩვენ გვასაზრდოებს ის მაგნიტური, ცხელი ქვიშა. ძვლებს ამაგრებს. ამიტომ არის ჩვენთვის ურეკში წასვლა არა დასვენება, არამედ მკურნალობა…

თამუნა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ადრე ასოციაცია “გურიას” ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებოდნენ წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებიდან:

_ არ მახსოვს, ადრე რაიმე სახის ღონისძიება ჩატარებულიყო და ვინმე მერიიდან არ მოსულიყო. წარმომადგენელი მაინც გამოჩნდებოდა, რაც ბავშვებს ძალიან უხაროდათ და უხარიათ. ჩვენთან ღონისძიებები სულ ტარდება. ბოლოს შემოდგომის ზეიმი იყო. არავინ მოსულა. არადა, ეს ბავშვები ყოველთვის ელიან სტუმრებს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ გაცილებით მეტს ველოდი და პირიქითაა ყველაფერი… ახლა, 3 დეკემბერს, იმედი უნდა ვიქონიოთ, გამოჩნდებიან, ალბათ… შშმ პირთა მსოფლიო დღეა, _ სევდიანად თქვა მან.

საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას” დირექტორი რომან ლომაძე ამბობს, რომ კარგი მუშაობისთვის, მუდამ კარგი ურთიერთობაა საჭირო, რაც ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ ხელისუფლებასთან:

_ პირველ რიგში, ჩვენი თავის პატრონი უნდა ვიყოთ ჩვენ თვითონ. რაც მეტი მიმოსვლა იქნება, მით უმჯობესია. ჩვენ, ხელისუფლება, ხალხი და ჩვენი ასოციაცია ერთი ოჯახი ვართ. ოჯახში კი ხდება ისეც, რომ ზოგჯერ რაღაც არ მოგვწონს; არაა ისე, როგორც უნდა იყოს, თუმცა, ეს დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ასე გრძელდება დღესაც. რაც მეტია კომუნიკაცია, მით მეტია კარგი ურთიერთობაც. იცით, ბავშვები რას ამბობენ, როცა კონცერტია ან რაიმე ღონისძიება? ვინ იქნებიან სტუმრებიო. ერთხელ ერთმა ბავშვმა ისიც თქვა, როგორი დასწრებაც გვექნება, ისე ვიმღერებთო… ეს გულდასაწყვეტია… _ ამბობს ბატონი რომანი.

თამუნა ლურსმანაშვილი და რომან ლომაძე ხაზგასმით საუბრობენ ადაპტირებული გარემოს არქონაზე. განსაკუთრებით, ურეკში, ზღვისპირა ზოლთან მისასვლელი ადაპტირებული გზის აღების გამო არიან გულნატკენები.

_ ურეკში, იქ, სადაც ზღვაზე გადიოდნენ ჩვენი ბენეფიციარები, ქვიშასთან მისასვლელი ბილიკი ჩვენ გავაკეთეთ. ჯერ მავთულბადე დავაგეთ, მერე ბეტონი დავასხით. როცა ახალი ტროტუარები გააკეთეს, აყარეს ეს ყველაფერი, მოშალეს ადაპტირებული ბილიკი და არც ახალი გაუკეთებიათ. რაღაც ისეთი გააკეთეს, მერე თვითონაც არ მოეწონათ. ასე დავრჩით ზღვაზე მისასვლელი ადაპტირებული გზის გარეშე. რომ დავსვით საკითხი, თქვეს პროექტში არ იყო გათვალისწინებულიო. ახლა, ჩვენ რომ გავაკეთოთ, აქეთ შეგვედავებიან და გვეტყვიან, არ არის პროექტში გათვალისწინებულიო და დაგვაჯარიმებენ, _ გვეუბნება რომან ლომაძე.

კითხვაზე, როგორ ემზადებიან შშმ პირთა საერთაშორისო დღის, სამი დეკემბრის აღსანიშნავად, რომან ლომაძე ამბობს, რომ ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, ახლაც სურთ, კარგი ღონისძიება შედგეს:

_ ასეთ ღონისძიებაში, უმეტესად, სახელმწიფო მოხელეები უნდა მონაწილეობდნენ. უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ადაპტირებული გარემო შექმნან. ეს არის საქმე, რომელიც ყველას დაამშვენებს, _ ამბობს რომან ლომაძე.

“გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების უფროსს მაიზერ ცელაძეს ესაუბრა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოხერხდა ასოციაცია “გურიას” ბენეფიციართათვის, ურეკის მაგნეტიტზე სარეაბილიტაციო კურსის გასავლელი თანხის ჩარიცხვა, გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს.

_ არ არის ასე. პირიქით, ჩვენ მივმართეთ ასოციაციას, რომ წარმოედგინა იმ ოცი პირის სახელობითი სია, ვინც სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. ასეთი განცხადებით მათ 11 ნოემბერს მივმართეთ. შეგვიძლია, გაჩვენოთ ელექტრონული ვერსია, _ გვითხრა ბატონმა მაიზერმა.

რაც შეეხება კოსტავას ნომერ 123 სახლის სახურავისთვის წყალსადინარი ღარის გაკეთებას, ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან.

_ ვიყავით ადგილზე. დავათვალიერეთ კორპუსი. სახურავი ნამდვილად საჭიროებს “ჟოლობს”. ამ საქმის მოგვარებას რიგი პროცედურები სჭირდება და აუცილებლად გაკეთდება, _ გვითხრა სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ.

კულტურის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ “გურია ნიუსთან” თქვა, რომ სერიოზულად ემზადებიან სამი დეკემბრის ღონისძიებისთვის:

_ მე დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობას შევუდექი. მუნიციპალიტეტის მერია და თვით მერი, მუდამ ყურადღებით არიან განწყობილნი ასოციაციის მიმართ. ზოგჯერ, შეიძლება, რომელიმე ღონისძიებაზე ვერ მივედი, თუმცა, ამის შესახებაც ინფორმირებული უნდა ვიყო იქედან. ზოგადად, მზად ვართ, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ მათ, _ გვითხრა ლალი სიჭინავამ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

თამუნა ლურსმანაშვილი
გაზიარება24Tweet15Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22 სექტემბერი, 2026

საკრებულოს სხდომაზე დიდი დრო ისევ ჩხუბს  და ურთიერთშეურაცხყოფას ეთმობა

რევაზ სალუქვაძის ხუთი გოლი ერთ თამაშში

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო