ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტელეწამყვანი გახდება. მთავრობის ყოფილი მეთაური ტელეარხ „GB News“-ის გუნდს შეუერთდა.
ბორის ჯონსონი ერთდროულად წამყვანის, პროგრამის ავტორისა და მიმომხილველის პოზიციებს შეითავსებს.
ტელეკომპანია „GB News“-ში დარწმუნებულები არიან, რომ ჯონსონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომდევნო წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში დაგეგმილი არჩევნების გაშუქებაში.
ავტორი