მცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები, თუ იქ დასაქმებული ადამიანები, „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულები არიან, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ის ასიათსობით ადამიანი, მათი ბედი, ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში არიან დასაქმებული.
“მათ არ აინტერესებთ, ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში.
აი, ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის, უბრალოდ, უმნიშვნელოა.
„ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარია ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომელიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს.
ან ის მონური შემადგენლობა, ვისაც პერიოდულად იბარებენ და ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს… შემდეგ კი, ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით, ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა ჯიბეებში ხვდება.
მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი!
ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს;
რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსებიც, ბიზნესმენებიც, რიგითი ადამიანები…
ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს!
თორემ თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა.
ბრძოლა არსებობისთვის მძიმე ბრძოლა”, _ აცხადებს “ტრიბუნას” ლიდერი.