იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონთან დაკავშირებით.
“საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს
გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა,
ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია,
სიცხადე vs ბუნდოვანება.
P.s სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო”,_ წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.