ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ.
ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.
ავტორი