,,ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა”, _ წერია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებად ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვა, ასევე, აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.
“რუსეთის 90 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი დონბასში, მდინარე სივერსკი დონეცის დასავლეთით მდებარეობს. დონბასში მიმდინარე თავდასხმების გამო, რუსეთს ან უკან დახევა ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს. უკრაინის სახმედრო ძალები ოკუპანტების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ”,_ წერია ანგარიშში.
ავტორი