ძლიერმა წვიმამ საგურამოში ისევ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად წამოსული დიდი ნიაღვრის გამო გართულებული იყო ავტოსაგზაო მოძრაობა.
მცხეთის მერის წარმომადგენელი საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ბიჩნიგაური ამბობს, რომ ამ დროისთვის ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგენილია, მაგრამ გასაწმენდია შიდა საუბნო გზები.
“ავტოსაგზაო მოძრაობა აღდგა. რამდენიმე დღის წინ მომხდარ სტიქიასთან შედარებით სუსტი იყო. გასაწმენდია შიდა გზები. ჯერ დასრულებული არ გაქვს წინა სტიქიის შედეგად მოყენებული ზარალი და ახლა, სავარაუდოდ, ესეც დაემატება. ასეთი რამ საგურამოს არ ახსოვს”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი.
ავტორი