თავის ტრადიციულ დილის მოხსენებაში ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს რუსული სამხედრო ტექნიკის დანაკარგებს, რომელთა ოპერატიულად შევსებას სარდლობა ვერ ახერხებს.
როგორც დაზვერვაში აცხადებენ, რუსი ჯარისკაცები გაღიზიანებულები არიან, იმის გამო რომ იძულებულნი არიან, იბრძოლონ ძველი ქვეითი საბრძოლო მანქანებით, რომლებსაც ალუმინის ქილებს უწოდებენ.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბრის შუა რიცხვებში, უკრაინის შეტევის პირობებში, რუსული ჯავშანტექნიკის დანაკარგი გაიზარდა დღეში 40 ერთეულზე მეტი, რაც, დაახლოებით, იგივეა, რაც ბატალიონი.
ბოლო კვირების განმავლობაში, როგორც ჩანს, რუსეთმა შეიძინა მინიმუმ 100 დამატებითი ტანკი და ქვეითი საბრძოლო მანქანა ბელორუსის მარაგებიდან.
ჯავშანტექნიკა და არტილერია ცენტრალური ადგილია რუსული ომის სტრატეგიისთვის. ამ დროისთვის უკრაინაში რუსული ქვედანაყოფები სირთულეებს განიცდიან საარტილერიო ჭურვებისა და გამოსაყენებელი ჯავშანტექნიკის ნაკლებობის გამო.
ავტორი





























































