რუსეთს აქვს დრო გაზაფხულის ბოლომდე რომ შეეცადოს უკრაინაში გარკვეული სამხედრო მიზნების მიღწევას,_ ამის შესახებ USA Today-სთან ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
“რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსები, შეიარაღება და მასალები. მისმა ეკონომიკამ და წარმოებამ ვერ დაფარა ეს დანაკარგები. მან შეცვალა თავისი სამხედრო სარდლობის ჯაჭვი. თუ რუსეთის არმია ვერ შეასრულებს თავის მიზნებს ამ გაზაფხულზე, ის დარჩება სამხედრო იარაღის გარეშე“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინა და რუსეთი იბრძოლებენ “გადამწყვეტ ბრძოლას ამ გაზაფხულზე და ეს ბრძოლა იქნება უკანასკნელი ომის დასრულებამდე”.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ასევე უარყო მოსაზრებები და დასავლეთის პოლიტიკოსების წინადადებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკრაინას უფრო მძიმე იარაღის მიწოდებით, ნატო რისკავს რუსეთთან უფრო ფართო ომში ჩაბმას.