https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბულინგი სკოლაში“ _ სამეზობლო დავა და 8 წლის ბავშვებზე გადასული აგრესია (რედაქტირებული)

13:12; 18.12.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის #5 საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. მეორე კლასის მოსწავლის გ.კ-ს ბებიამ, რომელიც ამავე სკოლაში პედაგოგიც არის და მეშვიდე კლასის დამრიგებელია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისი შვილიშვილის კლასის მოსწავლეებს _  ლ.ა და გ.ა. ბიშაშვილებს. 

“მამათქვენები ნაციხვრები არიან და თქვენ,  მათი შვილები საიდან იქნებით ნორმალურები? ჩემი ოჯახი სამაგალითოა და ასეთს არ იკადრებს, რასაც თქვენ კადრულობთ. დედაშენი თურქეთშია და ყურადღებას ვერ გაქცევს, მიგატოვა”, _ აღნიშნული სიტყვებით პედაგოგმა ირინა მგელაძე-მუხაშავრიამ მეორე კლასის მოსწავლეებს, მშობლებთან, დამრიგებელთან და მოსწავლეებთან ერთად საკლასო ოთახში მიმართა. აღნიშნული ფაქტი “გურია ნიუსთან” მეორე კლასის მოსწავლეების მშობლებმა და დამრიგებელმა დაადასტურეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლ.ა. მშობელმა ნათია კაჭარავამ სკოლის დირექტორის სახელზე განცხადება დაწერეს, რასაც ხელს რამდენიმე მშობელიც აწერს.

ანასეულის #5 საჯარო სკოლაში 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, წინ მოსწავლეებს შორის სხვადასხვა სახის შეურაცხყოფის ფაქტები უძღვის, რაც მშობლების ჩარევის შემდეგ კიდევ უფრო მწვავდება.

მეორე სკოლის მოსწავლეები გ.კ. და ბიძაშვილები  ლ.ა. და გ.ა. ანასეულში მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრებენ, სადაც ეზო არის საერთო. მათ ოჯახებს შორის სამეზობლო დავა და კოფლიქტი წლებია მიდის. ოჯახის უფროსების ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა და აგრესია ბავშვებზე გადადის, რისი დამადასტურებელი ფაქტიც სკოლაში, მშობელთა კრების დროს მოხდა.

“გურია ნიუსი” შეეცადა ყველა მხარის კომენტარები მოესმინა. ჩვენ ჩავწერეთ ლ.ა-ს მშობელი, პედაგოგი და გ.კ-ს ბებია, კლასის დამრიგებელი, სკოლის დირექტორი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები:

ნათია კაჭარავა, ლ.ა–ს დედა:  “ჩემი შვილი და მაზლისშვილი არიან ერთ კლასში, მათ მუდმივად აქვთ კონფლიქტი ამავე კლასელთან გ. კ-სთან. კონფლიქტი კი ეზოდან მოდის. ბავშვებს აქვთ დაპირისპირება, რასაც უფრო ამწვავებს გ.კ-ს ბებიის უხეში ჩარევა. ბავშვებს შეიძლება თამაშის დროს კამათი მოუვიდეთ უბრალოდ, ის კი თავის შვილიშვილს აგრესიისკენ უბიძგებს. ეს ხდება სკოლაშიც. ეს ქალი, რომელიც პედაგოგიცაა,  ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. რამდენიმე დღის წინ მოუკიდია ჩემი ბავშვისთვის ხელი და უფროსკლასელებთან შეუგდია. თანაკლასელების თვალწინ აყენებს შეურაცხყოფას და უძახის ბავშვებს, რომ მამა პატიმარი გყავდათ და თქვენ, მათი შვილები ნორმალურები საიდან იქნებით, თქვენ ნაციხრების შვილებო, თქვენ კარგი რა უნდა ისწავლოთო. მეორეს ეუბნება, რომ დედამ მიგატოვა და თურქეთშიაო. ვცდილობდი, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მხოლოდ 14 დეკემბერს შეუძლებელი  იყო გავჩერებულიყავი. კრებაზე ვიყავით მშობლები. გ.კ. უთქვამს, ცუდი სიტყვა ჩემი შვილისთვის. ბავშვი მისულა დამრიგებელთან და უთქვამს გ-მ ასე მითხრაო, ეს ბავშვი კი გაიქცა და ბებიას უთხრა. ამის შემდეგ წამოვიდა შეურაცხყოფით ეს მასწავლებელი, მეც მომაყენა შეურაცხყოფა  და ბავშვებს რა არ უძახა, იმის გამეორება არ შემიძლია”.

პედაგოგი და ამავე დროს გ.კ-ს ბებია, ირინა მგელაძე-მუხაშავრია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გ.კ. ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლი თავად არის აღნიშნული ოჯახის მიერ, რასაც არ ეთანხმება კლასის დამრიგებელი.

 “მაინც,  როგორ ძალადობაზეა საუბარი? როგორ გეკადრებათ! მე იცით ვინ ვარ? _ მე ის პედაგოგი ვარ, რომელმაც ორი ბავშვი , რომლებსაც სახლში ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ, შევიფარე და ოთხი თვე გაჭირვების დროს გამოვკვებე. მე ის ქალი ვარ, რომელმაც  მეორე ოჯახიდან, სადაც ძალადობა მძვინვარებდა, ბავშვები სახლში წამოვიყვანე  და 6 თვის განმავლობაში დედასთან ერთად შევიფარე.

მე ვარ ის პედაგოგი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამ ბავშვების შერიგებაზე ზრუნავს და ვერ მოვახერხე. ჩემი ბავშვი არის ძალადობის და ბულინგის მსხვერპლი _ პირიქითაა. ჩვენ ერთ ეზოში ვცხოვრობთ და აგრესია მოდის უკვე კარგა ხანია. ეს ოჯახი მრავალსულიანია, დაახლოებით, 15 სული ცხოვრობს. აგრესიის სათავეს თავიანთი მშობლებიდან და ოჯახებიდან იღებენ ეს ბავშვები. ოჯახური პრობლემა და დაპირისპირებაა ჩვენთან”, _ ამბობს პედაგოგი ირინა მგელაძე- მუხაშავრია და ბავშვებს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე და შეურაცხმყოფელ ფაქტებზე საუბრობს:

_ იყო რამდენიმე ფაქტი ეზოში ჩემი ოჯახის მიმართ მათი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფის მოყენებისა. ამას დაადასტურებენ მეზობლები. იყო შემთხევვა, სასწრაფოც გამოვიძახეთ. ამის შემდეგ მძაფრდებოდა სიტუაცია. თქვენი თვალთახედვიდან ვგავარ მე ისეთ პედაგოგს გავაღვივო და გადავიტანო მათი ოჯახის აგრესია ბავშვებზე?  რამდენჯერ ჩემი შვილიშვილი გ.კ. ცეკვიდან მოდიოდა და სადღაც ჩაკეტეს. ისეთი შეშინებული მოვიდა ბავშვი, ცუდად გახდა. იყო ფაქტი 7 ბავშვმა ცემა ჩემი შვილიშვილი. შევედი და იმ ბავშვს ხელი მოვკიდე, ეს არ იყო ძალადობა? იყო შემთხვევა ქუჩაში ბავშვს ფულს ძალავდნენ!

მე არ მითქვამს მამაშენი ნაციხარიაო! შეიძლება კონკრეტულ შემთხევასთან და ფაქტთან დაკავშირებით ემოციურობა მეც გამოვხატე. მაგრამ გეუბნებით, ამას წინ უძღვის სხვადასხვა ფაქტი. მე დამრიგებელსაც ვესაუბრე რამდენჯერმე.  იმ დღეს კი, შევდივარ საკლასო ოთახში და ვხედავ, ჩემი შვილიშვილი ზის უკანა მერხზე და ტირის, სლუკუნებს. აქეთ მასწაველებლი და მშობლები იყვნენ და არავინ დაინტერესდა, რატომ ტიროდა ბავშვი. გეუბნებით, ჩემი შვილიშვილია ბულინგის მსხვერპლი და თუ არ არის, რატომ არ ჩადის ბავშვი ეზოში? ყოველ ჩასვლაზე ბავშვს აყენებენ შეურაცხყოფას.

არ მითქვამს არცერთი მსგავსი, არც დედაზე, არც მამაზე. ახლა დარიგებულმა ბავშვებმა შეიძლება რაიმე თქვან.  ჩემი ბავშვი დამრიგებელმა დაადანაშაულა. მე ვუთხარი დამრიგებელს და ვკითხე,  რომ რატომ ტირის ჩემი შვილიშვილი, რატომ არ გაარკვიე-მეთქი. ამ დროს მშობელი ერევა და უცენზურო სიტყვებით მომმართავს. მე ვუთხარი რატომ გგონია, რომ ჩემი შვილიშვილი უცენზურო სიტყვებს იტყვის, ჩემს ოჯახში ეს არ ესმის-მეთქი. შემდეგ მოვუყევი, რას ამბობდნენ მის ოჯახზე, დედამთილზე და ასე შემდეგ, არ შეიძლება თქვენს ოჯახში გაიზარდოს საუკეთესო-მეთქი. იმ მშობლების თანდასწრებით, პირიქით, ჩემი ოჯახი გამოვიდა ცუდი. რა, არ უნდა მეთქვა? ისიც დამაბრალეს, რომ თითქოს მე ვუთხარი ბავშვს, რომ დაიჩოქე და ბოდიში მოუხადე-მეთქი. საერთოდ მაგ ოჯახიდან ბოღმა ყოველთვის მოდიოდა.  მე, პირიქით, საჩივარი მინდა შევიტანო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც განცხადებას  აწერენ ხელს და  თხზავენ რაღაცეებს”, _ ამბობს ირინა მუხაშავრია.

ნატალია გობრონიძე, მეორე კლასის დამრიგებელი: “კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ვიცი,  ეს არის სამეზობლო დავიდან დაწყებული ამ ორ გვარს შორის. ეს ჩემი საქმე არაა, მე ბავშვებს შორის კონფლიქტს მშვენივრად მოვაგვარებდი, რომ არა ბებიის უხეშად ჩარევა. ბებიის უხეშად ჩარევის შემდეგ მოხდა დაძაბულობა. მე მეტს ვერაფერს ვიტყვი. იყო პატარა ინციდენტი, რომლის მშვიდობიანად მოგვარება შეიძლებოდა. ეს იყო და ეს. მე თითოეულ  მათგანს, ჩემს მოსწავლეს  დადებითად დავასახელებ. კონფლიქტური არცერთი მათგანი არ არის. კარგი ბავშვები არიან”.

ქეთევან ქადიეშვილი სკოლის დირექტორი: “ვადასტურებ, რომ მშობლებმა შემოიტანეს განცხადება. ეს ერთი მხარეა. დაწყებული მაქვს მოკვლევა,  მჭირდება ახსნა-განმარტებები. როცა მექნება ორივე მხარე,  შემდეგ დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცემა და ვიმსჯელებთ ერთად. ეს ამბავი ძალიან დიდი ხანია მიდის სამეზობლოში და სკოლაში გრძელდება და მინდა, რომ მოგვარდეს”.

მშობლები: “არ დაგვინახავს ჩვენ, რომ გ.კ. ტიროდა. არაფერი მომხდარა. უბრალოდ, არ არის ლამაზი და სასურველი, ოჯახური დაძაბულობა სკოლაში მოიტანო და ბავშვების წინაშე  დაამცირო ბავშვი.  ჩვენ რომ ჩვენმა შვილებმა დაგვისვას შეკითხვები _ რატომ არის ლ-ს და გ-ს მამა ნაციხარი, ან რატომ არის გ.ა-ს დედა უცხოეთში, ჩვენ  რა პასუხი უნდა გავცეთ? ასეთი წამოძახილები ბავშვების თანდასწრებით პედაგოგმა გააკეთოს,  შეიძლება? ჩემს შვილს რა პასუხი გავცე? ქალი ბოლო ხმაზე კიოდა _ თქვენი მამები იყვნენ ციხეში და ჩემი შვილები არასდროს დაესხმებიან არავის თავს. ნაციხრების შვილები ხართო, _ ასე მიმართავდა. ეს მშობელი კი მაქსიმალურად იკავებდა თავს, _ აღნიშნავენ მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ბულინგის ფაქტს და ასევე, ძალადობას ბავშვების მხრიდან ბავშვების მიმართ არ აქვს ადგილი:

“არ აქვს ბულიგნს ამ სკოლაში ადგილი, მით უმეტეს, ამ კლასში. დამრიგებელი გადაყოლილია ბავშვებზე. არ გვინდა, მსგავს რაღაცეებს ჩვენი შვილები ისმენდეს. ყველა ოჯახს აქვს პლიუსი და მინუსი, მაგრამ ეს პატარა ბავშვები მსხვერპლი არ უნდა გახდეს. ხომ შეიძლება ბავშვებმა რაც გაიგონეს და კიდე წაძახონ., _ამბობენ მეორე კლასისი მშობლები “გურია ნიუსთან”

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელები ვანო გოგოლაშვილი, მაია ჯაში და ია მგელაძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლაში მივიდნენ და მეორე კლასის დამრიგებელთან, ასევე, მშობლებთან და პედაგოგთან შეხვედრა მოაწყვეს:

_ მოვედით, რომ მორიგების გზით რაიმე დავარეგულიროთ.  რამდენად შესაძლებელია არსში გარკვევა და მოხმარება?

ნატალია გობრონიძე, დამრიგებელი: _ ბულინგი არის ძალადობა და ჩაგვრა ხომ? სად არის ასეთი ფაქტი? მე არა ვადასტურებ!

ირინა მუხაშავრია, პედაგოგი: _ მე რამდენჯერმე მოგთხოვე შენ ყურადღება. მე მაქვს ჩანაწერი, სადაც შენ ამბობ, რომ ეს ირინა მასწავლებელი აბუნტებს ყველაფერს, ეს მე მოვიყვან ბავშვებს, როგორც სთხოვდნენ ფულს ჩემს შვილიშვილს!

ნატალია გობრონიძე დამრიგებელი: _ უკარცავად, ქალბატონო ირინა, მაგრამ უკვე ორი წელია თქვენგან მარტო ა-ების  გვარის ხსენება  მესმის, დადიხართ და ბავშვებზე ვარსკვლავების რაოდენობას ამოწმებთ. არ არის ეს ოჯახური და სამეზობლო კონფლქტები ჩემი საქმე. მე ამ კონფლიქტს მოვაგვარებდი მშვიდობაინად, თქვენ რომ არ ჩარეულიყავით. თქვენ დამაბრალეთ ის, რომ ბავშვი დავსაჯე, დასჯა სიტყვიერ შენიშვნას არ ნიშნავს.

ლ.ა. მშობელი _ ბავშვებს ნაციხვრებს რომ უძახი და გენეტიკას ეხები, ეს შეიძლება?

ლელა იმედაშვილი, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი: _ რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვარ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სკოლის დირექციას დაწყებული აქვს საკითხის მოკვლევა, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად  გადაეცემა სკოლის დისციპლინური კომიტეტს.

ცვლილება სტატიაში: მოგვიანებით, “გურია ნიუსს” დაუკავშირდა მეორეკლასელი გ.კ.-ს დეიდა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის დიდი ნაწილი მეორეკლასელი გ.კ.-ს ბებიას და ამასთან, პედაგოგის ქალბატონი ირინას კომენტარს უჭირავს, ნონა მუხაშავრია თვლის, რომ “მხარე არაა წარმოდგენილი ბავშვის, მისი მშობლების, დეიდას სახით და არ ჩანს ნათლად, რომ ბულინგის მსხვერპლი სწორედ მისი დისშვილია”.

აქვე გთავაზობთ ნონა მუხაშავრიას პოზიციას უცვლელად: “მინდა გამოვეხმაურო “გურია ნიუსში” 18 დეკემბერს  გამოქვეყნებულ სტატიას  ,,ბულინგი სკოლაში” (ავტორი ჟანა მეგრელიშვილი).

მე ვარ ნონა მუხაშავრია, დაზარალებული ბავშვის დეიდა. საკითხთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მივყვები ქრონოლოგიურად: 14 დეკემბერს გახორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემი დისშვილის მიმართ პედაგოგისგან, რაც ითვალისწინებდა არჩადენილი დანაშაულის აღიარებას საჯაროდ, სკოლაში, მშობელთა კრებაზე, სადაც ბავშვს მოუწია თავის მართლება. ამ ინციდენტის შემდეგ, ბავშვი  მალევე ვნახე ატირებული და აკანკალებული, რომელსაც უჭირდა მეტყველება. შეხვედრისთანავე მარცვალ-მარცვალ მითხრა, რომ მას არ შეუგინებია.

მე ადრეც მქონდა ინფორმაცია ბავშვებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ, რის გამოც არაერთხელ მივმართე კლასის ხელმძღვანელს თხოვნით, დამხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში.

ზემოაღნიშნულ სტატიაში არ ჩანს პრობლემის მთავარი არსი _ ბულინგი სკოლაში, რადგან მასში არ არის ნახსენები ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც  თანატოლებისა და მოზარდებისგან განიცდიდა სხვადასხვა ტიპის ძალადობას. ჟურნალისტი არ დაინტერესებულა არც დაზარალებული ბავშვის, არც მისი  მშობლის პოზიციით. ასევე სტატიაში არ არის აღნიშნული, თუ რატომ არ აქვს ბავშვს სურვილი მივიდეს სკოლაში _ იგი აცდენს გაკვეთილებს, კლასის ხელმძღვანელი კი არ ინტერესდება ამით.

შესაბამისად, მე მაქვს უპასუხოდ დარჩენილი კითხვები: რა ინტერესს ემსახურება  სტატია, როგორ შეიძლება დაუბრუნდეს ბავშვი სასწავლო პროცესს, ვინ ინტერესდება ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობით და რამდენად მართებული იქნება ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა, პრობლემის მოგვარების მიზნით?!”

“გურია ნიუსი” მოუწოდებს სკოლის ადმინისტრაციას, ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, განათლების სამინისტოს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, სასწრაფოდ შეისწავლონ საკითხი და მიიღონ შესაბამისის ზომები კონფლიქტებისგან და სტრესული მდგომარეობიდან ბავშვების დაცვის მიზნით; ასევე, მოვუწოდებთ მშობლებს, ნათესავებს არ გააღმავონ დაპირისპირება და პირველ რიგში, მცირეწლოვანი ბავშვების სულიერ სიმშვიდეზე, სტრესისგან დაცვაზე იზრუნონ _ მხოლოდ ესაა “გურია ნიუსის”  ინტერესი ამ სტატიის გამოქვეყნებისას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო