რაჭაში უბედურ შემთხვევას 25 წლის რუსთაველი ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც რაჭაში სტუმრად იმყოფებოდა, ჩანჩქერთან ფეხი დაუცურდა, ქვას თავი დაარტყა და წყალში ჩავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





































































