https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩარლი ჩაპლინი თბილისში”

11:05; 6.05.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2019 წლის 15 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ყოფილი კადეტთა კორპუსი, თბილისი, რუსთაველის გამზირი, 27) გაიხსნება წურაბ წერეთლის გამოფენა ,,ჩარლი ჩაპლინი თბილისში”.

თბილისი (ტფილისი 1936 წლამდე) ერთი იმ ქალაქთაგანია, რომლის მჩქეფარე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი, მდიდარი და ორიგინალური ცხოვრების სტილი, ტყუილად კი არ უწოდებდნენ თბილისს ,,სახლი მხიარულებისა”.

XIX საუკუნის შუა წლებში თბილისში გაიხსნა იტალიური ოპერა და ლამის მთელი თბილისი ოპერის არიებს მღეროდა. მოგვიანებით გამოჩნდა ცირკი – სამყარო, სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს – ბავშვებიც და უფროსებიც.

ცირკის ბობოქარმა პალიტრამ, განსაკუთრებით კი მასხარამ, Commedia Dell’arte პერსონაჟმა პიერომ, ბევრი მხატვარი მოხიბლა, მათ შორის დომიე, რენუარი, დეგა, პიერო ვატო, პიკასო, ფერნან ლეჟე, ვასილი შუხაევი, ჯორჟ რუო და სხვები. ცირკმა მონუსხა ცნობისმოყვარე და მგრძნობიარე ბიჭუნა ზურაბ წერეთელიც. ცირკის თემას, რომელიც ყოველთვის ახლობელი იყო წერეთლისათვის, მან წლების განმავლობაში ხელოვნების მრავალი ნიმუში მიუძღვნა. ტანმოვარჯიშეებმა, ილუზიონისტებმა, აკრობატებმა და მასხარებმა მომავალ მხატვარს შესთავაზეს დინამიურობითა და დრამატიზმით აღსავსე, მდიდარი, ნათელი, მხიარული სამყარო. როგორც ერნესტ ჰემინგუეი ამბობდა: ,,ცირკი ერთადერთი წარმოდგენაა, როდესაც გიჩნდება გრძნობა, რომ შენ გძინავს და ხედავ ნამდვილად ბედნიერ სიზმარს…”

ცირკის მსახიობები ითვლებოდნენ სოციალურ აუტსაიდერებად, ისინი ღარიბები იყვნენ, მაგრამ დამოუკიდებელნი. ზურაბ წერეთლის ცირკთან დაკავშირებული ტილოები ეხმიანება მარკ შაგალის სიტყვებს: ,,ცირკი! მაგიური სიტყვა, მრავალსაუკუნოვანი გასართობი აღლუმი, სადაც ცრემლი, ღიმილი, ხელის თუ ფეხის მოძრაობა მაღალი ხელოვნების ხარისხს იძენს. და რას ღებულობს სამაგიეროდ ცირკის მსახიობი? პურის ქერქს. ღამეს განმარტოება და ნაღველი მოაქვს, რომელიც მომდევნო დღემდე გრძელდება და ისევ ძველი ცხოვრების განახლებას უქადის. ჩემთვის ცირკი ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლია”.

განსაკუთრებული ადგილი ზურაბ წერეთლის შემოქმედებაში ფრინველებს და ცხოველებს უჭირავს, რომელთაც მხატვარი ადამიანურ თვისებებს ანიჭებს და ათავსებს ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

მხატვრობასა და ლიტერატურაში .ცხოველების ,,გაადამიანურებას”  და ადამიანის ცხოველით ჩანაცვლებას ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. ეს ალეგორიული ხერხი გამოყენებული იყო პოპულარულ იმპროვიზირებულ ხალხურ სანახაობაში ,,ბერიკაობა”. ცხოველების პერსონაჟები ბატონ ზურაბის ნახატებში დაჯილდოებულნი არიან ადამიანური ხასიათებითა და ემოციებით, სიყვარულითა და ერთგულებით, სევდითა და სიხარულით…

XIX საუკუნის ბოლოს დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება – კინო, ანუ დიადი მუნჯი, როგორც მაშინ მას ეძახდნენ. ცოტა ხანში კი ეკრანებზე გამოჩნდა ჩარლი ჩაპლინის კეთილი და ამავე დროს სევდიანი მაწანწალა. პატარა ზურაბი ბებიასთან ერთად ჩაპლინის არც ერთ ფილმს არ აცდენდა და მღელვარებით თვალყურს ადევნებდა, განიცდიდა და იცინოდა მის თავგადასავლებზე. მოგვიანებით, ჩარლი ჩაპლინის გმირმა შთააგონა მხატვარი შეექმნა უზარმაზარი სერია ნაწარმოებისა, რომელშიც გადახლართულია რეალური სცენები ფილმებიდან და მხატვრის ფანტაზია, სადაც ჩაპლინის გმირი მოთავსებულია ხელოვანის მიერ მოგონილ სიტუაციებში.

 წერეთელმა ჩარლის მაწანწალა მოათავსა ძველ თბილისში და ის მაშინვე თავისიანად იქცა, თითქოსდა ჩარლი იქ დაიბადა და გაიზარდა. აი, ჩარლის გმირი ქუჩის ფეხსაცმლის მწმენდავთან ერთად, სხვა ტილოზე ის და კინტო განუყრელი ძმაკაცებივით არიან გამოსახულნი. კინტოს და ჩარლი ჩაპლინის გმირს შორის ბევრია საერთო: მხიარულება, ენერგიულობა, სიცუღლუტე, ფამილიარობა… თავად ჩარლიც ბატონ ზურაბის ტილოებზე ქართველს ჩამოგავს, მისი პლასტიკა და მიმიკა დავით კლდიაშვილის გმირებს მოგაგონებთ…. სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ზურაბ წერეთლის ხელოვნებაში დიდი როლი ითამაშა ეთნოგრაფიულმა ექსპედიციებმა ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით: ,,ღრმა კვალი დატოვა ჩემში აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ. მაგონდება, მთვარიან ღამეში, ცეცხლის პირას გატარებული ღამეები და საუბრები გიორგი ჩიტაიასთან. მან სხვა თვალით შემახედა ჩემი სამშობლოს ისტორიას, ბუნებას, ხალხს და ჩემს საქმიანობასაც. მსოფლიო კულტურის საგანძურში _ შთამაგონებდა ბატონი გიორგი _ ადგილს დაიკავებს მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც ეროვნული ფორმით გამოხატავს ზოგადსაკაცობრიო იდეალებს” – იგონებდა ბატონი ზურაბი.

დიდი კომიკოსის შვილი ჯერალდინა 2011 წელს სტუმრობდა მხატვარს მოსკოვში და ერთ ინტერვიუში განაცხადა: ,,ზურაბმა მიჩვენა პორტრეტი, სადაც მე მამასთან ერთად ვარ გამოსახული… მე იქ ცოტა ქართველს ვგევარ და ხელში კატა მიჭირავს”. მხატვარმა ჯერალდინას მამის სკულპტურა აჩუქა. ,,შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი ჩაპლინი თქვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირია? – შეეკითხნენ ბატონ ზურაბს. – წინათ მე მართლა მიყვარდა მისი ხატვა, ახლა კი, რაც მისი შვილი გავიცანი, ორივეს ერთად დავხატავ ხოლმე!”

კომპოზიციები ჩაპლინის გამოსახულებით არ არის პორტრეტები პირდაპირი გაგებით, ისინი უფრო მაღალ პოეტურ ფორმას ნაზიარები ნაწარმოებებია. დიდი მსახიობი წერდა: ,,ორმოც წელზე მეტია მე ვაცინებდი ადამიანებს მთელს დედამიწაზე. მაგრამ მე უფრო ბევრს ვტიროდი, ვიდრე ისინი იცინოდნენ”.

ხელოვნების დანიშნულება ეს არ არის მარტო ხილულის ჩვენება, არამედ იმის გამოაშკარავებაა რაც არ ჩანს, ჩამალულია. როცა ჩვენ კამერით სამყაროს ვაკვირდებით, ვხედავთ ის რაც ჩანს. მაგრამ თუ ფოკუსიდან გავალთ, ხილული სულ სხვა ეფექტს მოგვცემს და ეს სხვა ხსნის მხატვრის ხედვას და მსოფლმხედველობას.  მიუხედავად ,,პატარა მაწანწალას” გამოსახულებიანი ზოგიერთი ნაწარმოების მელანქოლიური ტონალობისა, მხატვრის ტილოებში იგრძნობა ხელოვანის მთავარი მოწოდება – სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე და რომ მთავარი ფასეულობა ცხოვრებაში ეს სიყვარულია.

ორ ოსტატს, ჩაპლინსა და წერეთელს შორის ბევრია საერთო – შეიძლება ითქვას, რომ ორივე არის “Self Made Man”. მათი საერთო ნიშანია ადრე გამომჟღავნებული ნიჭი და ორიგინალურობა. ხელოვნების მწვერვალები რომ დაეპყროთ, ორივეს დიდი შრომის და ენერგიის დახარჯვა მოუწიათ. ხელოვანების – არტისტისა და მხატვრის – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინისა და ზურაბ წერეთლის მენტალურმა სიახლოვემ დასაბამი მისცა მრავალ საინტერესო მხატვრულ ნაწარმოებს, რომლებიც იქმნებოდა ორმოცი წლის მანძილზე და ეს შემოქმედებით დიალოგი კვლავ გრძელდება…

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025

მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

რუსმა ოკუპანტებმა 80 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს

ყველა სიახლე

სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025
საზოგადოება

ვინ იმღერებს და რა აქტივობებია დაგეგმილი დღეს ჩოხატაურში

11:24; 31.12.2025
საზოგადოება

სად ითოვებს _ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:17; 31.12.2025
ზაფრანი

რიტუალები, რომლებიც ახალი წლის ღამეს ბედნიერების მისაზიდად უნდა შეასრულოთ   

10:09; 31.12.2025
ზაფრანი

სად და როგორ უნდა შეხვდეთ ახალ წელს   

10:08; 31.12.2025
ზაფრანი

რომელი სასმელი უნდა მიირთვათ ახალ წელს   

10:07; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო