ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობას მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სირია წითელი ხაზის მიღმა დარჩენას ცდილობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ასევე განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება სირიის მიმართ შეიცვალა, თუმცა როგორ არ დაუკონკრეტებია.
„რაც მოხდა ჩემთვის მიუღებელია. ჩემი დამოკიდებულება სირიისა და ასადის მიმართ შეიცვალა და თუ როგორ, ნახავთ“,_ განაცხადა ტრამპმა.
გავრცელებული ცნობით, სირიაში ავიაიერიშის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ბავშვები არიან.
როგორც ცნობილია, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერები სირიის ხელისუფლებას, რომელსაც კონტროლდაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში რუსეთი ეხმარება, ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ, მაგრამ სირია ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს და ამბობს, რომ არ აქვს და შესაბამისად ვერ გამოიყენებდა, რუსეთის თქმით კი, მომწამვლელი ნივთიერება ჰაერში ქიმიური იარაღის საწყობზე თავდასხმის შედეგად გავრცელდა.
ამავე თემაზე:
“ბარბაროსულ იარაღს იყენებენ, ყველამ პასუხი უნდა აგოს”, _ სტოლტენბერგი
რა მოხდა სირიაში და ვის ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში