„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს ლანჩხუთელ ამომრჩეველს ქალაქის ცენტრალურ პარკში ოზურგეთი- ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა.

ბაქრაძე, დეპუტატობის კანდიდატის წარდგენამდე, შეხვედრაზე მისულებს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრა, რაც ყოველდღიურ რეალობაში ადამიანებს აწუხებთ და მთავრობის კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი.
უშუალოდ კანდიდატის წარდგენისას კი მის გურულ ხასიათსაც გაუსვა ხაზი-„ნამდვილი გურულია ჭკუით, იუმორით, ენის სიმწარითაც, ჩემი მტერი ჩავარდა ამის ყბაში. ამდენი ხანია პოლიტიკაშია და პირველად დგება მაჟორიტარად თავის გურიაში“.
თავად ხათუნა გოგორიშვილმაც ამომრჩევლებთან საუბარი თავისი გურულობით დაიწყო -„ნამდვილი გურული ვარ. მართლაც ჩემი მტერი ჩავარდა ჩემს ყბაში, თუ რამე დავიწყე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო“.




































































