დღეს, ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფის 1 წრის მატჩებით განახლდება, სადაც იუვენტუსი (იტალია) – ტოტენჰემს (ინგლისი) დაუპირისპირდება. ეს გუნდები, ევროთასებზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ტურნირის მეორე მატჩში კი ბაზელი (შვეიცარია) – მანჩესტერ სიტს (ინგლისი) შეხვდება. აღნიშნული გუნდებიც, პირველად უპირისპირდებიან ერთმანეთს. შვეიცარიული კლუბი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა. ,,მანჩესტერ სიტის“ უმაღლეს საფეხუბრთო ტურნრზე, საუკეთესო მიღწევაა 2015/16 წლების გათამაშება, სადაც ნახევარფინალში გავიდა.
ხოლო, 14 თებერვალს ერთმანეთს ,,მადრიდის რეალი“ (ესპანეთი) – პსჟ (საფრანგეთს) დაუპირისპირდება, პორტუ (პორტუგალია) კი ლივერპულს (ინგლისი).
ტურნირის მე-2 წრის მატჩები კი 20 და 21 თებერვალს გაიმართება. საფეხბურთო შეჯიბრი თბილისის დროით 23:45 სთ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 სეზონის მოქმედი მფლობელი ,,მადრიდის რეალია“.