ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი ოცნება იყო.
საუკეთესო შეგრძნებაა ასეთ საოცარ სტადიონზე, ასეთი ბრწყინვალე გულშემატკივრის წინ გოლის გატანა. ბევრი ვიმუშავე, რათა პირველი გოლი გამეტანა და მინდოდა, ეს მალევე მომხდარიყო.
ახლა, უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო და კიდევ მეტი გავიტანო ამ საოცარი გუნდისთვის.
აქ ყველა საუკეთესოა და ჩვენ სრულად ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებული – ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და ასეთ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობ.