ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 9-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებას ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში მოწყობილი თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს, _ იუწყება 1tv.ge.
ფესტივალში სპორტის რვა სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიატლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მიიღებს.
გახსნის ცერემონიაზე სპორტმენების ტრადიციული აღლუმი გაიმართა, მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს, ღონისძიების ბოლოს კი ბაკურიანის ცენტრალურ პარკში ოლიმპიური ცეცხლი ქართველმა სამთო-მოთხილამურემ, ანასტასია მირიანაშვილმა აანთო და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა.