ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა „Guallart Architects“-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა.
მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება.
ამ ქალაქში განლაგებული სახლების სახურავებზე გათბობის სისტემა დამონტაჟდება. სახლი მიიღებს ენერგიას მზის ელემენტებითაც. სახლის პირველ სართულზე განთავსდება 3D-პრინტერები, რითაც ნარჩენების გადამუშავების ორგანიზება მოხდება.
სახლები ხის მასალისგან აიგება. ქალაქის ყველა ნაწილი მაქსიმალურად იქნება ფუნქციებით დატვირთული. აშენდება ოფისები, აუზები, მაღაზიები, ბაზრები, საბავშვო ბაღები, სახანძრო და სხვა ობიექტები.
ავტორი