ჩინეთის სასამართლომ iPhone-ის უმეტესი მოდელების იმპორტი და გაყიდვა აკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ომის ფონზე მიიღო.
როგორც ცნობილია, აკრძალვა iPhone 6S, iPhone 6S Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus and iPhone X-ს ეხება, ხოლო iPhone XS, iPhone XS Plus or iPhone XR-ზე არ ვრცელდება, რადგან კომპანია Qualcomm-ის მიერ სარჩელის შეტანისას ხელმისაწვდომი არ იყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, Apple კომპანია Qualcomm-ს ბინძურ ტრიუკებში ადანაშაულებს. Qualcomm კი აცხადებს, რომ აკრძალულ მოდელებში Apple მის 2 პატენტს არღვევს.