დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის #14 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა შარაშენიძე გავიდნენ.
მოგვიანებით თავად ჩხიკვიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ამ დროისთვის ცეესკოს გვერდზე მხოლოდ სამი უბნის შედეგები არის გამოქვეყნებული, სადაც მარი ჩხიკვიშვილს 39, 6% აქვს, ხოლო გოჩა შარაშენიძეს 37.29%.
მარიკა ჩხიკვიშვილმა სოციალურ ქსელში დვაბზუს ორი უბნის შედეგებს აქვეყნებს, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
ჩვენ ვცადეთ, ამ საკითხზე კომენტარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მოგვეპოვებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავმჯდომარე ბერდია ლომიძე დასასვენებლად წავიდა სახლში და სხდომა 18 საათზე ჩანიშნა.
[sexy_author_bio]