“ჩნდება საფრთხე, რომ გადამდები და ინფექციური დაავადებები გავრცელდეს” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საუბრობენ. როგორც ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ განაცხადა, თურქეთსა და სირიაში მაღალია სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც.
„სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულადაა დაზიანებული. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩნდება საფრთხე, რომ წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები გავრცელდეს“, – ამბობს ჯანმოში თურქეთის წარმომადგენელი ბათირ ბერდიკლიჩევი.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.