ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლე სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებს, დაკავებულია, _ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებელი დაკავებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სსკ-ის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.
ამავე თემაზე: ჩოხატაურის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს მოსწავლე გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს