ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის ფოიეში ნინო რამიშვილის საცეკვაო კოსტიუმი გამოიფინა. კოსტიუმი სოლიკო ვირსალაძემ სპეციალურად ნინო რამიშვილისთვის შექმნა. ამ კოსტიუმით ქალბატონმა ნინომ 50-იანი წლების დასაწყისში “ჯეირანი” შეასრულა.
ქალბატონ ნინო რამიშვილის საცეკვაო კოსტუმი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეს საჩუქრად ქალბატონმა ნინო სუხიშვილმა გადასცა. გენიალური დიზაინის ნამდვილი ქმნილების, რომელსაც იმ ეპოქაში გადავყავართ, სადაც იგრძნობა რამიშვილისეული მოძრაობა და სილუეტი, ნახვა ყველა მსურველს შეუძლია.