ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბაში გოჩა ჯინჭარაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც გოჩა ჯინჭარაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
აღნიშნულ თანამდებოდაზე გოჩა ჯინჭარაძე 27 წლის რევაზ ბერძენიშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე ჯინჭარაძის თანაშემწედ მუშაობდა.
რევაზ ბერძენიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.