ჩოხატაურის რამდენიმე სკოლაში საკლასო ოთახში სწავლებაზე წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული.
„გურია ნიუსს“ ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მოსწავლეებში ფიქსირდება.
„კორონავირუსი დაფიქსირდა ჩხაკაურას საჯარო სკოლის რამდენიმე კლასში, ბასილეთის საჯარო სკოლაში, ამაღლების საჯარო სკოლის რამდენიმე კლაში. ამ სკოლებში, კლასები სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, გადაყვანილია ონლაინსწავლებაზე. სამწუხაროდ, ვირუსი უმეტესად უფიქსირდებათ მოსწავლეებს“,_ ამბობს სიხარულიძე.
[sexy_author_bio]
ამავე თემაზე: