ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გამოკლებული წევრის ნაცვლად, მაია რამიშვილის დეპუტატის უფლებამოსილება სცნო. ინფორმაციას პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია ავრცელებს.
“მაია რამიშვილი დაბადებულია 1966 წელს, მუშაობდა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში პედაგოგად, შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლად ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში. “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის გამო მან ეს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მაია რამიშვილი 8 შვილის დედაა“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































