ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თეიმურაზ კუტუბიძის თქმით, ამ ეტაპზე აღნისნულ კომისიაში არც ერთი პოლიტიკური პარტიებიდან ჯერ საჩივარი არ დაწერილა:
_ მხოლოდ ერთი საჩივარია შემოსული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით. პასუხიც გაცემულია:
“ვინაიდან არ იკვეთება თანამდებობის პირის დასწრება აღნიშნულ პოლიტიკურ შეხვედრაზე, ამიტომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”.
_ თქვენც გახარებული იქნებით და მეც კმაყოფილი ვარ და ვნახოთ შემდეგში, _ ამბობს კუტუბიძე.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისიდან გვაცნობეს, მათ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ და პასუხს ელოდებიან.