ჩოხატაურში 600-მდე ბავშვი მიიღებს საახალწლო საჩუქარს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ვაჩეიშვილმა ისაუბრა.
“ჩოხატაურში მერიისგან საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. სულ 600-მდე ბავშვი. საჩუქარი იქნება საკვები პროდუქტები და სახალწლო ტკბილეული”, _ გვითხრა იამზე ვაჩეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ საჩუქრებს მიიღებენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ბაღის აღსაზრდელებიც.