ჩოხატაურში კოვიდინფექციის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ექიმები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
როგორც „გურია ნიუსს“ “მედალფას” სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ განუცხადა, თვითიზოლაციაში 5 ექიმი იმყოფება, რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი ჰქონდათ.
„მოქმედი პროტოკოლის მიხედვით და კანომდებლობით, პროფილაქტიკის მიზნით, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან სახლში. უკვე ჩაუტარდათ ტესტირება და განმეორებითი ტესტირება 12 დღეში ჩაუტარდებათ. ისინი ეკიპირებით მუშაობდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველა მათგანი კარგად გრძნობს თავს და ჯანმრთელადაა“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
მისივე ინფორმაციით, ეპიდსამსახური მუშაობს ქვენობანში და იკვლევენ ვისთან ჰქონდა ინფიცირებულ გოგონას კონტაქტი, კერძოდ, ბათუმში ვისთან ერთად იმყოფებოდა, რომ ჩამოვიდა ვინ ნახა და ა.შ.
ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებული გოგო ჩოხატაურიდან ბათუმშია გადაყვანილი.
ის ე.წ. „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება.