როგორც უკვე ვწერდით, გუშინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. კონკრეტულად, დუმბაძის ქუჩაზე, სადაც ორი მაღაზია დაიწვა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, დაეხმარება თუ არა მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულებს და იმავე შინაარსის კითხვა მერს, დავით შარაშიძეს დავუსვით.
“დაზარალებულებს მერია ფინანსურ დახმარებას გაუწევს, მინდა მადლობა ვუთხრა სამაშველო სამსახურს ხანძრის დროული ლოკალიზებისთვის. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა კომერციულ ფართებზე გავრცელებულიყო”, _გვითხრა დავით შარაშიძემ.