ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია 5 ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.