შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, როგორც თვითონ ამბობენ, „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც პარტიაში განმარტავენ, დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.
“ქართული ოცნება” უარყოფს მომხდართან კავშირს.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა.