“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში “წითელი ჯვრის” ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს.
როგორც გვითხრეს, მძარცველებმა ოფისში უკანა ფანჯრიდან შეაღწიეს.
“ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს და ისე შემოვიდნენ ოფისში. წაღებულია 2 ველოსიპედი. აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას”, _ გვეუბნებიან “წითელი ჯვრის” ადგილობრივი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომელთა თქმით, საქმე უკვე აღიძრა.
“გურია ნიუსი” აღნიშნულის შესახებ კომენტარს შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.