“ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს მერე კონკრეტული შედეგები. ეს შედეგები შეიძლება იყოს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ.
სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას, ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური. ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს”, _ განაცხადა პრემიერმა კობახიძემ.