„ჩვენი ბარსუკა, უსაყვარლესი და სიკეთის კაცი წავიდა… ნათელში იყოს შენი კეთილი სული, მეგობარო“,- წერენ სოციალურ ქსელში მამუკა ცინცაძის მეგობრები.
მამუკა ცინცაძე ჩოხატაურის საკრებულოს წევრი და პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყო.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მამუკა ცინცაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბი გახდა.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს მამას, დას, ახლობლებს, მეგობრებს მამუკას გარდაცვალების გამო. გამძლეობას უსურვებს მათ.

































































