საქართველოს ნაკრებისა და რუმინული “უნივერსიტატეა კრაიოვას” ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა რუსეთის ჩემპიონატიდან მიღებულ შთავაზებასა და უარის თქმის მიზეზებზე LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
“დიახ, რუსული გუნდიდან შემოთავაზებასა და სოლიდურ ანაზღაურებაზე უარი ვთქვი.ევროპული ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია და მითუმეტეს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი ხალხისთვის ამ ნაბიჯს ვერ დაგავდგამდი. მინდა ჩემი მომავალი საფეხბურთო კარიერა ევროპას დავუკავშირო.”
შეგახსენებთ,LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, “უნივერსიტატეა კრაიოვაში” ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის ყაზანის რუბინი, რომელმაც ქართველის გუნდს კლუბს 2.2 მილიონი ევრო შესთავაზა. მექვაბიშვილს კი მაღალი ანაზღაურება, წლიური 600 000 ევრო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთულ გუნდში თამაშზე უარი თქვა. “კრაიოვამ” ევროპული კლუბებისთვის მოთხოვნილი 1.5 მილიონი გაზარდა მინუმუმ 2 მილიონ ევრომდე გაზარდა, რის გამოც ქართველის ტრანსფერი სხვა ევროპულ გუნდში ვეღარ შედგა.





































































