თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლების საბავშვო ევროვიზიაში მონაწილეობენ.
„ჩვენს ძალიან უნიჭიერეს ბავშვებს, ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს, რომლებიც საბავშვო ევროვიზიაზე წარმოადგენენ საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. ამისთვის კი საჭიროა ყველა გავერთიანდეთ, გვერდში დავუდგეთ პატარებს, ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში. მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ, იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ.
წარმატებები და გამარჯვება საქართველოს“, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.
ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი > https://vote.junioreurovision.tv/