თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ ოთხი მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას HIMARS-ს გადასცემს უსაფრთხოების დახმარების უახლეს პაკეტის ფარგლებში, – ამის შესახებ CNN აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის ღირებულება $400 მილიონია და თანხა მთლიანად პრეზიდენტის დანაზოგებიდანაა გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ აშშ იარაღს პირდაპირ ქვეყნის მარაგებიდან გაგზავნის.
CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ $400 მილიონის დახმარების პაკეტი ოთხ HIMARS-ს და HIMARS-ის საბრძოლო მასალას მოიცავს. ასევე, სამ ტაქტიკურ მანქანას “აღჭურვილობის აღდგენისა და მომარაგებისთვის”. ამის გარდა, 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის 1000 ჭურვს, კონტრ ბატარეის სისტემებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას.
”მას უფრო დიდი სიზუსტე აქვს. ის უკრაინას სთავაზობს ზუსტ დამიზნებას, ზუსტ შესაძლებლობებს კონკრეტული სამიზნეებისთვის; ეს დაზოგავს საბრძოლო მასალას, უფრო ეფექტური იქნება სიზუსტის გამო, ასე რომ, ეს არის შემდგომი ევოლუცია ჩვენი მხარდაჭერისთვის უკრაინისადმი დონბასისთვის ბრძოლაში“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-მა უკრაინას უკვე გადასცა სულ 12 HIMARS ამ დამატებითი ოთხი სისტემის ვალდებულებით, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ასევე, ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ცნობები იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ორი HIMARS სისტემა გაანადგურეს, მცდარია. მისი თქმით, უკრაინელები დონბასისთვის ბრძოლაში იარაღს კვლავ იყენებენ.
ავტორი