დაბა ნასაკირალში, გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ მიერ ჩატარდა შეხვედრა-ტრენინგი ქარსაფარი ზოლების საკითხზე.
„ეკოს“ დამფუძნებლის ირმა გორდელაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყეები და ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა და სარგებლიანობა ახალი გამოწვევების ფონზე, ეკოდერეფნის მდგომარეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვის უფლებები, ჯანსაღი გარემოს, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებები, მოქალაქეთა ჩართულობა გარემოს დაცვის საკითხებში. ქარსაფარი ზოლები, მოქმედი კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა: როგორია ქარსაფარ ზოლების სამართლებრივი სტატუსი და მარეგულირებელი ნორმები, მუნიციპალიტეტების როლი ქარსაფარი ზოლების მართვაში. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები გრიგოლ მახარაძე და თამარ ოგანოვა, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხზე ესაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის პედაგოგები და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები. ტრენინგმა ჩაირა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში. გადამზადებული და ინფორმირებული გარემოსდამცველი აქტივისტები გაავრცელებენ მიღებულ და საჭირო ინფორმაციებს საკუთარ თემში. დამსწრეთ დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. პროექტის “აქტიური ქალები უკეთესი გარემოათვის” მხარდამჭერია-” ქალთა ფონდი საქართველოში.” |