საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ, _ ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბავშვებმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლონ.
“ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!” _ წერს ბერძენიშვილი.