ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ნიგვზიანის საჯარო სკოლასთან არსებულმა თეატრალურის სტუდია ,,პინოქიომ” მაყურებელს საბავშვო სპექტაკლი ,,დადუნა და ბაბუნას საახალწლო თავგადასავალი” წარუდგინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მონაწილეობით.
,,სპექტაკლი გახლავთ არტ და დრამა თერაპიის სინთეზი, რაც ემსახურება სსსმ მოსწავლეთა კოგნიტური, დასწავლის, კონცენტრაციისა და მახსოვრობის უნარების განვითარებას.
სპექტაკლი დადგა ნიგვზიანის საჯარო სკოლის სპეცპედაგოგმა შორენა ფილიაკოვამ. სპექტაკლი ჩატარდა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრდაჭერით”, _ წერია კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი