ვაზისუბანში ლიფტის შახტში დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია. ისინი არმენ სარქისოვი და არმინე ვოსკანიანი არიან.
ამ დროისთვის დაღუპულთა ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს შუადღისას ვაზისუბანში შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. ლიფტის კარი მაშინ გაიღი, როცა კაბინა მითითებულ სართულზე არ იყო. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტში ჩავარდა, მისი მეუღლე კი დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა.
მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
დაღუპულებს 4 წლის შვილი დარჩათ.