ცოტა ხნის წინ “გურია ნიუსს” დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომელთა თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 აგვისტოდან ბახმაროში დაწესდება შეზღუდვები შემსვლელთათვის.
“იქნებ, გაგვაგებინოთ, რა ხდება. ამბობენ, 20 აგვისტოდან ბახმაროში შეზღუდვები დაწესდება და შესვლა აიკრძალება, თუმცა, იქედან წამოსვლა შესაძლებელი იქნებაო”, _ გვეუბნებიან კურორტზე წასვლისა და იქ ახლობლების მომლოდინე ადამიანები.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ” გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“უკვე უამრავმა ადამიანმა მომწერა მეც. წუხელ დამირეკეს, ბავშვთან უნდა წავიდე და თუ გამატარებენო. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბახმაროში შემსვლელთა მსურველებზე შეზღუდვები დაწესდება, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.































































