თუ უნდა დამირეკოს და ვასწავლი, როგორ უნდა გადააბაროს ხელისუფლება მშვიდობიანად _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი2-თან ინტერვიუსას. სააკაშვილის თქმით, თუ ივანიშვილი თავად არ მიიღებს წასვლის გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას მიიღებს ქაერთველი ხალხი.4
“დაქოქოს ვერტმფრენი და წავიდეს, მე არ მაინტერესებს, სად წავა. თუ უნდა დამირეკოს და მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ვასწავლი, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანად. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ავაცილებთ საზოგადოებას დიქტატორულ მმართველობას”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.