მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებს. ეს ამბავი იმ პერიოდს უკავშირდება როდესაც ახალბედა აქტიორმა მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო
„როდესაც მუშაობა დავიწყე განგებამ მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილა. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ახალგაზრდა მსახიობი ვარ. ქეიფობის სერია მიდიოდა იმ დროს. წამიყვანეს საქეიფოდ. უარს როგორ ვეტყოდი თეატრის კოლორიტთა – კოლორიტს გოგი გელოვანს?
მოკლედ, კარგად ვიქეიფეთ. წავედი სახლში, თაგვივით მთვრალი ვარ. დილით ძმაკაცი მესტუმრა ქუთაისიდან „ვსვიიიით“ – ვაი დედასა! საღამოს რეპეტიციაა. მივედი და რას ვხედავ? – შესასვლელი კარი დაკეტილია. დამცეცხლა. როგორია, რეპეტიციაა და არ მიშვებენ. გავიწიე და თხა და გიგოსავით ვეძგერე კარს. მალე ვიგრძენი, რომ თავიდან ოფლის გარდა, სისხლიც გადმომდიოდა.
– რას აკეთებ, ბიჯო, შენ აქ? – დამადგა მორიგე მილიციელი.
– კარს დავეჯახე და უკან გადმოვვარდი, – არ დავმალე ფაქტი.
– ვაა, ყოჩი ხარ? რის კარს დაეჯახე, შენა?
– თეატრის, – დავაწექი ჩვენებას. – რეპეტიციაა „საბრალდებო დასკვნა.“
ამ დროს გარეთ თეატრის დარაჯმა გამოიხედა.
– რად აკავებთ? – ეკითხება მილიციელს.
– რეპეტიციაზე მივდივარო…
– ვაა!… გაუშვი რა! გაუშვი, ისე დღეს დასვენების დღეა – ორშაბათი, გაუშვი”.
ავტორი