დანიაში კორონავირუსზე აცრილ მოქალაქეებს კოვიდპასპორტს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყველას, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, ამის დამადასტურებელი საბუთის ჩამოტვირთვა ინტერნეტით შეეძლება.
გამოცემის ინფორმაციით, დანიაში ე.წ. „ვაქცინაციის პასპორტები“ მიმდინარე თვეში შემოვა.
„დანიის ვაქცინის პასპორტის მიზანია უზრუნველყოს, რომ თქვენ, როგორც მოქალაქემ, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლოთ იმის დადასტურება, რომ ვაქცინაცია ჩატარებული გაქვთ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუკი საზღვარგარეთ მიემგზავრებით და აღნიშნული დოკუმენტი საჭიროა,“- განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
დანიაში, პანდემიის გავრცელების დროიდან, კორონავირუსით 178 497 ადამიანი დაინფიცირდა, 149 346 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, 1 517 ადამიანი კი დაღუპულია.